Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური თურქული კომპანიის გემზე მუშაობდა


ესპანეთში, გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი მეზღვაურის სამშობლოში გადმოსვენების დრო ჯერჯერობით უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, პროცესში ჩართულია საქართველოს საკონსულო და სადაზღვევო კომპანია.

ქართველ მეზღვაურთან ერთად გარდაცვლილია ორი თურქი მეზღვაური. ინფორმაცია უბედური შემთხვევის შესახებ ქართული მედიასაშუალებებით 5 სექტემბერს, საღამოს გავრცელდა. ინფორმაცია დაადასტურეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც.

ამასთან, თურქულ წყაროებში იძებნება სააგენტო „ანადოლუს“ მიერ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია, ესპანეთში ორი თურქი და ერთი ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ. სააგენტოს თანახმად, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ კარტახენასთან ავარია მოხდა ლიბერიის დროშით მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც თურქულ კომპანიას ეკუთვნის. „ანადოლუ“ წერდა, რომ სამი მეზღვაური ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთი რეზერვუარიდან გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG