Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა


ნიჩბოსანი ალექსი წივწივაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც სამიოდ თვის წინ, იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 1000-მეტრიან დისტანციაზე აჯობა ყველას, ამჯერად, 18-წლამდელთა მსოფლიოს კონკურენციაში, 500 მეტრზე მოიპოვა უმაღლესი ტიტული.

პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ალექსანდრე წივწივაძის ტრიუმფამდე ერთი დღით ადრე, ფინალურ გაცურვაში კიდევ ერთმა ქართველმა ნიჩბოსანმა - მარიამ ქერდიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა და 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG