Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის NDI-ს მისია ჩამოვიდა


საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების გრძელვადიანი, საერთაშორისო, მცირე ზომის მისიის დაწყება დააანონსა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI).

NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები, აგრეთვე, კოვიდ-19-ის გავლენა არჩევნებზე

ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG