Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეადუღეს მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ბოლო მონაკვეთი


კამათის საგნად ქცეული, 12 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ოპერატორი აცხადებს, რომ შეადუღეს მილსადენის ბოლო მონაკვეთი.

ბალტიის ზღვის გავლით, მილსადენი გააორმაგებს მისი ოპერატორი ქვეყნის, რუსეთის სახელმწიფო გიგანტი კომპანიის, "გაზპრომის" საექსპორტო შესაძლებლობას, ბუნებრივ აირს მიაწოდებენ 26 მილიონ ოჯახს დასავლეთ ევროპაში.

ეს მატება შეშფოთებას აღძრავს აშშ-ში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში - რომ ევროპა ზედმეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე ენერგეტიკის მხრივ, და დანაკარგს ნახავს კიევი, რომელსაც რუსეთთან თითქმის ორი ათწლეულია უთანხმოება აქვს გაზის მიწოდების და სატრანზიტო გადასახადის შესახებ.

თუკი კრემლი ევროპისკენ მიმართულ რუსეთის გაზს, რომელიც ახლა უკრაინაზე გადის, მთლიანად ახალ გაზსადენში გაუშვებს, კიევი წელიწადში 2 მილიარდ დოლარს დაკარგავს სატრანზიტო გადასახადის სახით.

ახალმა გაზსადენმა მუშაობის დასაწყებად ნებართვა უნდა მიიღოს, რომლის მოპოვების პროცესიც ოთხ თვემდე გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG