Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია: ორსულებში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო იმის გათვალისწინებით, რომ "დელტა" შტამის გავრცელების შემდეგ გაზრდილია ორსულთა ინფიცირების შემთხვევები. ამ დროისთვის საქართველოში ორსულების ვაქცინაციისთვის დაშვებულია მხოლოდ "ფაიზერი".

„ორსულებში „დელტას“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო. 2020 წელს ჩვენ 1300-მდე ინფექცია გვქონდა ორსულებში და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალების შემთხვევა. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 ათასს მიაღწია. ერთდროულად, მიმდინარე პერიოდში 40-50-მდე არის ინფიცირებული, მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0,3%, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ახალშობილის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც გვქონდა.

ორსულების ვაქცინაცია მიმდინარეობს. აქტივობა არის, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია ორსულებში მოცვა. ჯერჯერობით ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერის“ დოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შემდეგ გადადგა ორსულობა და შემდეგ დოზაზე მათ მოგვმართეს იმისთვის, რომ ვაქცინა შეეცვალათ. ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილიყვნენ. ასეთი შემთხვევებიც იყო. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა არის სასურველი ორსულების მხრიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG