Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორსულებში„დელტა“ შტამი მეტი აგრესიულობით გამოირჩევა - თამარ გაბუნია


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დასაზუსტებელია კოვიდინფიცირებულ ორსულთა ზუსტი რაოდენობა. თუმცა დადასტურებულია, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამი, რომელიც ახლა ცირკულირებს გაცილებით აგრესიული აღმოჩნდა ორსულებისთვის, ვიდრე თავდაპირველი ორიგინალური შტამი, ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბარში განაცხადა იმის საპახუდ, თუ რატომაა გაზდილი ორსულთა ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი.

„ზოგადად დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულებში ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენციული მექანიზმები გატარდეს და თუ დადგა ეს ინფიცირება ძალიან სწრაფად მოხდეს შესაბამისი რეაგირება. უფრო ეს უკავშრდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს რაც ორსულების პერიოდში ორგანიზმს აქვს და ამ შტამის ქცევას. საბედნიეროდ, ორიგინალური, საწყისი შრამი რაც იყო კორონავურსის, მსგავსი ტიპის რეაციებს არ იწვევდა და მინიმალური იყო ორსულების ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი სიტყვებით, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის დაემატება მეან-გინეკოლოგების სერვისი, ცხელი ხაზის 15 22-ის მეშვეობით.

„ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, სპეციალიზირებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება. ახლა ზუსტდება დეტალები“,- განმარტა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით ორსულებისთვის დაახლოებით 120 საწოლია თბილისში მობილიზებული ხოლო ქუთაისში 50 საწოლი

ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა ახალნამშობიარები ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. კლინიკის ინფორმაციით, თეა ბარამიძეს ვირუსი 14 აგვისტოს დაუდასტურდა და ის 5 დღის განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასულ კვირაში განაცხადა რომ COVID 19-ით შარშან 1, წელს კი 8 ორსული გარდაიცვალა. მე-9 შემთხვევის კვლევა დასრულებული არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG