Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

დოკუმენტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის თანახმად:

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ.
  • პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

ამნისტიის კანონპროექტი "შარლ მიშელის შეთანხმების" ფარგლებში მომზადდა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას" კი მას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მმართველი პარტია შეთანხმებიდან გავიდა.

ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავშეკავებისკენ კანონმდებლებს მოუწოდებდნენ 20 ივნისის დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG