Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე კვლავ მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას


გაეროს ოფისი ჟენევაში
გაეროს ოფისი ჟენევაში

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან ოკუპირებულ ცხინვალში. ოსური მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა 7 სექტემბერს გამართა ვიდეოკონფერენცია ჟენევის მომდევნო დისკუსიის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ის ესაუბრა ეუთოს თანათავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ანიკა სოდერს.

ოსური მედიის ცნობით, საუბრის დროს მათ განიხილეს ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

„აღინიშნა დისკუსიების ძირითად ამოცანაზე მუშაობის გააქტიურების გზების პოვნის მნიშვნელობა - ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მომზადება. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ მხრივ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა დადებითად შეფასდა. სხვა საკითხებიც განიხილეს, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ბედის გარკვევა", - აცხადებენ ჯიოევის პრესსამსახურში.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 12-13 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG