Accessibility links

site logo site logo

კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა


ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარ მწვრთნელს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ.

მაისაშვილს კოვიდი ივლისის პირველ ნახევარში დაუდასტურდა, ბორჯღალოსანთა სამხრეთაფრიკული შეკრებისას. შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ერთხანს კრიტიკულიც იყო. დაახლოებით თვენახევარი იოჰანესბურგის კლინიკაში მკურნალობდა.

„რთული გზა გამოვიარე. ეს ხალხის სიყვარულმა, ლოცვამ და უფლის ნებამ შემაძლებინა. მიხარია, რომ თბილისში ვარ. ახლა, სექტემბრის ბოლომდე რეაბილიტაციას სახლში გავაგრძელებ, ოქტომბერში კი აუცილებლად დავუბრუნდები მოედანს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან მაისაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG