Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირებულ 70 წელს ზემოთ მოქალაქეებში ლეტალობა მაღალი გვაქვს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალია. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა და მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, ავადობა და კლინიკებში ინფიცირებულთა შორის მაღალია 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა. როგორც მინისტრმა თქვა, მიზეზი მათი აუცრელობაა.

"ერთ-ერთი დაშვება, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის შესაძლო რთული იყოს გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმებს დაევალებათ მათ უბნებზე მოქალაქეების ინფორმირება. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებით ნებაყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა... შემდეგი არის - ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც შეიძლება წამახალისებელი გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა, არა მხოლოდ ეს, არამედ რეგიონულ დონეზე ჩვენ ვკომუნიცირებთ, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში შეიძლება იყოს რომელიმე ღონისძიება ეფექტური", - თქვა მინისტრმა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 570 493 შემთხვევა. მათგან 527 337 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7977 ადამიანი.

XS
SM
MD
LG