Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი ევროპას ესტუმრება, ბირთვული მოლაპარაკების განახლების მიზნით


რობერტ მაილი, ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი
რობერტ მაილი, ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი

ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, რობერტ მაილი მიმდინარე კვირაში მოსკოვში და პარიზში ჩავა და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის და ევროპის ოფიციალურ პირებთან - იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი.

მეილის ვიზიტი, რომელიც 7-10 სექტემბრის განმავლობაში გასტანს, შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას და საჭიროებას, რომ სწრაფად მოხდეს შეთანხმების მიღწევა და განხორციელება 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დასაბრუნებლად - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2018 წელს ამ ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები, რომლებმაც მის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ამის პასუხად, ირანმა თანდათან დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა და ურანის გამდიდრების გაფართოება.

აპრილიდან ივნისამდე ვენაში გაიმართა მოლაპარაკების ექვსი რაუნდი, რომლებნიც მიზნად ისახავდა ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან თეირანის და ვაშინგტონის დაბრუნებას. მას შემდეგ მოლაპარაკება შეჩერდა, თუმცა თავდაპირველი ხელშეკრულების ხელმომწერი ძალები ცდილობენ ვენაში ახალი რაუნდი შედგეს.

2015 წლის ხელშეკრულება გაფორმდა ირანსა და ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთს, რუსეთს და აშშ-ის შორის. ამ ხელშეკრულებით თეირანი დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეკვეცას, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG