Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის გადაყენებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გაექცა თალიბანს, რათა "გადაერჩინა ქაბული"


ავღანეთის აგვისტოში გადაყენებული პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, შეეცადა საჯაროდ აეხსნა თავისი უეცარი გაქცევა ქაბულიდან, როცა თალიბანის მებრძოლები დედაქალაქში შემოვიდნენ 15 აგვისტოს - მისმა ამ ნაბიჯმა გააძლიერა რადიკალური ფუნდამენტალისტური დაჯგუფების პოზიცია ქვეყნის უმეტეს ნაწილზე.

ღანიმ, რომელიც თვლის, რომ „მას ავღანელი ხალხისთვის განმარტება მართებს", 8 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა ხალხის მიტოვება". თუმცა, მან თქვა, რომ "მას შემდეგ, რაც თალიბანი მოულოდნელად შემოვიდა ქალაქში", მისი სასახლის უშიშროებამ მოსთხოვა მას, დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან "დარჩენა ქმნიდა იმის საფრთხეს, რომ ქალაქში კვლავ გაჩაღდებოდა საშინელი ქუჩის ბრძოლები, როგორიც 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს იყო".

ღანი საბოლოოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. თალიბანმა მას შემდეგ ახალი მთავრობა გამოაცხადა, რომელშიც ისლამისტური დაჯგუფების ვეტერანები შედიან. თალიბანი ქვეყანას მოიხსენიებს როგორც "ავღანეთის ისლამურ საამიროს".

ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა, აჰმად მასუდმა, ფიცი დადო, რომ წინ აღუდგებოდა თალიბანის ხელისუფლებას პანჯშირის ხეობაში - რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს - ათასობით ერთგული მებრძოლის დახმარებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ავღანეთის ძალების მარცხში დადანაშაულა მათი სურვილის სავარაუდო არქონაში, ებრძოლათ და თქვა: "ავღანელი ხალხი უყურებდა თავისი მთავრობის დაცემას და პრეზიდენტის გაქცევას კორუფციისა და თანამდებობრივი დანაშაულების ფონზე. ქვეყანა კი დაუტოვეს თალიბანს, თავიანთ მტერს, და მნიშვნელოვნად გაზარდეს აშშ-ის პერსონალისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის შექმნილი საფრთხე."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG