Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თალიბანის მიერ შექმნილ სტრუქტურას „დროებით კაბინეტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ლეგიტიმურობას დამსახურება უნდა“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე შეხვედრისას. 8 სექტემბერი, 2021 წელი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე შეხვედრისას. 8 სექტემბერი, 2021 წელი.

მთავრობას ქაბულში, რომელსაც თალიბანი განაგებს, აშშ უწოდებს „დროებით კაბინეტს.“ რადიკალურ დაჯგუფებაზე ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები განაგრძობენ ზეწოლას ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც გამოცხადდა ავღანეთის მმართველი, მთლიანად კაცებისგან შემდგარი სტრუქტურის შექმნის შესახებ, რომელშიც დომინირებენ თალიბანის ვეტერანები, რომლებიც აპირებენ შარიათის მკაცრი კანონით მართონ ქვეყანა.

„ეს არის დროებითი კაბინეტი“, განუცხადა რეპორტიორებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ, 8 სექტემბერს.

ამ მთავრობაში „არავინ, არც პრეზიდენტი და არც არავინ უშიშროების საბჭოში არ იტყოდა, რომ თალიბანს პატივს ცემს და რომ ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის დაფასებული წევრები არიან. ეს მას არანაირად დაუმსახურებია და ჩვენს ასე არასოდეს შეგვიფასებია“.

8 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ვირტუალურ შეხვედრაზე აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობა ავღანეთში, რომელსაც თალიბანი მართავს, მისი ქმედების მიხედვით უნდა შევაფასოთ და ლეგიტიმურობას კი „დამსახურება უნდა.“

ბლინკენი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკო მაასს რამშტაინში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩასვლის შემდეგ. ბაზა ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანის სატრანზიტო ადგილია.

„თალიბანი ესწრაფვის საერთაშორისო აღიარებას“, თქვა ბლინკენმა. „ნებისმიერ ლეგიტიმურობას, ნებისმიერ მხარდაჭერას, აუცილებლად უნდა დამსახურება“, განაცხადა ბლინკენმა და გამოხატა აშშ-ის შეშფოთება თალიბების მიერ გამოცხადებული „დროებითი“ მთავრობის ზოგიერთი წევრის გამო, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ წევრზეა ლაპარაკი. ბლინკენმა თქვა, რომ მოკავშირეებთან და მასპინძელთან, მაასთან, მისი საუბარი შეეხებოდა თემას, როგორ აიძულონ თალიბანი შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ამჟამად თალიბანი ჩარტერულ რეისებს არ აძლევს ნებართვას ევაკუირებულების გამოსაყვანად. ჰაიკო მაასმა თქვა, რომ ქაბულიდან ცნობა, რომ თალიბანის მიერ შექმნილი მთავრობა მხოლოდ თალიბებისგან შედგება, „ოპტიმიზმს არ გვინერგავს“ და არ იქცა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების ქვეყანაში სტაბილურობის მომასწავებელ სიგნალად. მაასი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ,მოსალოდნელია მსხვილი ჰუმანიტარული კრიზისი“ ავღანეთში, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

რუსეთიდან იტყობინებიან, რომ რუსეთი წარმოდგენილი იქნება ელჩების დონეზე ახალი მთავრობის ინაუგურაციის დროს.

8 სექტემბერს პაკისტანში შედგა ავღანეთის მეზობელი ქვეყნების, ჩინეთის, ირანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრა ვითარების და რეგიონული სტაბილურობის და კეთილდღეობის მიღწევის გზების განსახილველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG