სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ტეტოვოში, დროებით გახსნილ კოვიდ-ჰოსპიტალში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
გასულ ღამით დაწყებულ ხანძარს, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარებას ართულებდა ჰოსპიტალში არსებული ჟანგბადის ბალონების აფეთქება.
დაშავებულები, რომელთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია, დედაქალაქ სკოპიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაწერეთ კომენტარი