Accessibility links

site logo site logo

უშბაზე იპოვეს დაკარგული უცხოელების ცხედრები


მაშველებმა მწვერვალ უშბაზე იპოვეს ორი ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილი ალპინისტები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. რომელი ქვეყნის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ აკონკრეტებს. ძებნის ოპერაცია გასული კვირიდან მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. გარდაცვლილთა ცხედრები მესტიაში გადაასვენეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, უშბაზე მოლდოვის ორი მოქალაქე, მამა-შვილი იყო დაკარგული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG