Accessibility links

site logo site logo

Reuters -ის ცნობით, თალიბები აშშ-ის და სხვა ქვეყნების 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნებართვას აძლევენ    


თალიბანმა თანხმობა განაცხადა, აშშ-ის და მესამე ქვეყნების 200 მოქალაქეს ნებართვა მისცეს, დატოვონ ქვეყანა და ჩარტერული რეისებით ქაბულის აეროპორტიდან გაფრინდნენ. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters -ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ისლამისტური რადიკალური დაჯგუფება დაითანხმეს 9 სექტემბერს გაფრენის ნებართვა გაეცა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის მხრიდან ზეწოლის შედეგად, იტყობინება ანონიმური წყარო.

ცნობით, არ არის ცხადი, არის თუ ეს 200 მოქალაქე იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ჩარჩნენ, რადგან არ მისცეს გაფრენის უფლება.

7 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თალიბები აშშ-ს დაპირდნენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც საბუთები ექნებოდათ, „შეუზღუდავად გაუშვებდნენ“.

აშშ-მა თავისი ოცწლიანი სამხედრო ყოფნა ავღანეთში დაასრულა ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც თალიბებმა ქვეყანა დაიკავეს.

ჯარების ქვეყნიდან საბოლოოო გასვლამდე აშშ-მა და ნატოელმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან გაიყვანეს ათეულათასობით ადამიანი, უცხოელები და ავღანელები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებოდათ თალიბანის რეპრესიული რეჟიმის პირობებში.

ამჟამად ავღანეთში იმყოფება ასი, შეიძლება მეტიც, ამერიკელი, ასევე ათეულ ათასობით სხვა მოქალაქე, რომლებსაც სავარაუდოდ, ქვეყნიდან გასვლა სურთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG