Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში COVID-19-ის სწრაფი გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


მოლოდვის ხელისუფლებმა 10 სექტემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რათა შეაჩეროს კორონავირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ალა ნემერენკომ ჯანდაცვის საგანგებო ეროვნული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, 9 სექტემბერს განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა 30 ოქტომბარმდე გასტანს და მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ ღია სივრცეში მოყწობილ ღონისძიებებზე თუ კინო-თეატრებსა და კლუბებში არ დაიშვებიან ის ზრდასრული მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებლ სერთიფკატს, ან პისიარ ტესტებსა და ცნობას, რომ გადატანილი აქვთ კორონავირუსი და აქვთ ანტისხეულები.

აუცილებელი ხდება ასევე პირბადეების ტარება საჯარო თავშეყრის ადგილებსა და რესტორნებში, რომელთა მუშაობა 23.00-მდე შეიზღუდება.

8 სექტემბრის სტატისტიკით პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით ევროპის ერთ-ერთ მცირერიცოხვან ქვეყანაში დაავადდა 272 325 ადამიანი, 6466 პაციენტი გარდაიცვალა.

მოლდოვაში ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილია მხოლოდ მოსახლეობის 25 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG