Accessibility links

site logo site logo

სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


რუსეთის სამხედრო პატრული სირიაში

სირიის პროვინცია ჰომსის ცენტრალურ ნაწილში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა მას შემდეგ, რაც მანქანა, რომელშიც ჯარისკაცი იმყოფებოდა, გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის არმიის სამხედრო პატრული ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კოლონის გადაადგილების მარშრუტს ამოწმებდა.

მიღებული ჭრილობების შედეგად სამხედრო დაიღუპა. მისი წოდება და ვინაობა უცნობია.

ოფიციალური მონაცემებით სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევის შემდეგ იქ 100-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. ამას ემატება ათობით რუსი დაქირავებული მებრძოლი რომლებიც, კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ შემადგენლობაში, ბაშარ ასადის არმიის მხარეზე იბრძვიან.

ხსენებულ კერძოს სამხედრო კომპანიასთან კავშირს რუსეთის ხელისუფლება უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG