Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბელარუსს კიდევ უფრო მეტი სესხის გამოყოფას დაჰპირდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სესხს გამოუყოფს ბელარუსს, რომლის ლიდერთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ინტეგრაციის 28 შეთანხების გარშემო.

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. წელს ეს მათი მეხუთე შეხვედრაა. რუსეთის პრეზიდენტი უფრო ხშირად არც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერს არ შეხვედრია.


ვლადირმი პუტინის თქმით 9 სექტემბრის სამიტზე არ განხილულა რუსეთ-ბელარუსის პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხი, რადგან, როგორც პუტინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ საკითხამდე მისასვლელად თავდაპირველად "ეკონომიკური ბაზის შექმნააა“ საჭირო.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავის მხრივ განაცხადა, რომ წამოჭრილი წინააღმდეგობის გამო მხარეები მრავალი წელია აღარ განიხილავენ პოლიტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ „თუ საჭირო გახდება ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით“, - დასძინა ლუკაშენკამ, რომლის თქმით, ვლადიმირ პუტინი და ის ითვალისწინებენ ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის შეცდომებს და გადაწყვიტეს, რომ ინტეგრაცია დაიწყონ „ფუნდამენტიდან და არა სახურავიდან.“


ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა დასძინა, რომ ქვეყნები არ განიხილავენ არც ერთიანი ვალუტის შემოღებას, რადგან ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ამას ცუდ იდეად მიიჩნევენ.

ამასთან რუსეთში გამართული სამიტის დროს პუტინმა და ლუკაშენკამ შეათანხმეს ინტეგრაციის 28 პროგრამა (ე.წ. საგზაო რუკა), მათ შორის „საერთო მაკროეკონომიკური პოლიტიკის“ გატრების შესახებ მოილაპარაკეს. მიღწეულია შეთანხმება ასევე ნავთობის, ენერგეტიკული ბაზრისა და საგადასახადო პოლიტიკის ჰარმონიზაციის თაობაზე.

თუ რაში მდგომარეობს პრაქტიკაში გაერთიანება და ჰარმონიზაცია, პრესკონფერენციაზე ამის შესახებ დეტალურად არაფერი თქმულა. ლიდერებმა მხოლო დადეს პირობა, რომ შეთახმებების განხილვა მოხდება მინსკში დაგეგმილ სამთავრობოთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება.

რუსეთ-ბელარუსის სამიტის პარალელურად, 9 სექტემბერს რუსეთში, მულინოს პოლიგონზე დაიწყო ერთობლივი სამხედრო-სტრატეგიული სწავლება „ზაპად-2021“ (დასავლეთი-2021).

მასში მონაწილეობას იღებენ ბელარუსის და რუსეთის ჯარები, ასევე სომხეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის და შრი-ლანკის სამხედროები. მანევრები გაიმართება რუსეთის და ბელარუსის ცხრა პოლიგონზე და ბალტიის ზღვის აკვატორიაში. მასში მონაწილეობას მიიღებს 200 ათასამდე სამხედრო და ასობით ტექნიკური ერთეული. სწავლებაზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ერთობლივი წვრთნაა რუსეთის და ბელარუსის ისტორიაში, რუსეთის სამხედრო უწყების მეთაურის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა თქვა, რომ „წმინდა თავდაცვითი ხასიათი აქვს“.

ბოლო წლის განმავლობაში დასავლეთმა სანქციები დაუწესა მინსკს საპრეზიდენტო არჩევნების, მათი თვალსაზრისით, არალეგიტიმური შედეგების და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ სასტიკი მოქმედების გამო. მოსკოვი მხარს უჭერს ლუკაშენკას რეჟიმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG