Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველი დაუბრუნდა შეზღუდვების გარეშე ცხოვრებას


დღეიდან, 10 სექტემბრიდან დანიაში გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი ყველა შეზღუდვა. COVID-19 აღარ ითვლება საზოგადოებისთვის კრიტიკულ დაავადებად.

დღეიდან აღარ არის საჭირო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. რამდენიმე ხნით ადრე გაუქმდა დამცავი ნიღბის გამოყენების რეჟიმიც. შეზღუდვების გაუქმება განაპირობა ვაქცინაციის მაღალმა ტემპმა. ამ დროისთვის დანიაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 74%.

ბოლო ერთი თვეა დანიაში ყოველდღიურად აღირიცხება ინფიცირების რამდენიმე ასეული შემთხვევა. გაზაფხულიდან ერთნიშნა რიცხვს აღარ აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი.

დანიაში, რომლის მოსახლეობა 5.8 მილიონია, პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა 351 000-მდე ადამიანი და 2600-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG