Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის კოვიდ-სასტუმროში მოთავსებისას პაციენტი გარდაიცვალა


ბათუმის ერთ-ერთი კოვიდ-სასტუმროს ეზოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 49 წლის მამაკაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 10 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური კომენტარის თანახმად, 9 სექტემბერს,„პაციენტს კოვიდ-სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება“.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, კოვიდ-სასტუმროში გადაყვანისას პაციენტი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასტუმროში მის მოთავსებას წინააღმდეგობას უწევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG