Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა ამომრჩეველს მიმართა: ჩვენ ოჯახის წევრები ვართ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, წინა ხელისუფლების, "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მათი პარტიის ამომრჩეველმა იცის, თუმცა წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს უნდა აუხსნან.

"მე ვიცი, თქვენ იცით, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, ჩვენო ხალხო, ჩვენ ოჯახის წევრები ვართ... ამას მე ვლაპარაკობ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც ჯერ კიდევ არიან შემცდარი და უჯერებენ ამ ცრუ ადამიანებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG