Accessibility links

site logo site logo

მშვიდობით, ბებელ: საფრანგეთი ჟან-პოლ ბელმონდოს გამოეთხოვა


ფრანგული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე, ჟან-პოლ ბელმონდო პარიზში დაკრძალეს ერთი დღეში მას მერე, რაც ათასობით თაყვანისმცემელი გამოეთხოვა. ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ კვირაში.

10 სექტემბერს დაკრძალვის ცერემონია შედგა სენ-ჟერმენ-დე პრეს ეკლესიაში, სადაც შეიკრიბნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, მათ შორის 85 წლის ალენ დელონი, რომელიც, ბელმონდოს მსგავსად, 1960-1970-იანი წლების ფრანგული კინოს სახე იყო.

9 სექტემბერს ბელმონდოს კუბო, რომელზეც საფრანგეთის დროშა იყო გადაფარებული, ოფიციალური პატივისცემის ნიშნად, დაასვენეს „ინვალიდების სახლის“ სამხედრო მუზეუმის ეზოში, სადაც ნაპოლეონია დასაფლავებული. „გვიყვარს ბელმონდო, რადგან ის ჩვენ გვგავდა“, თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. „ძვირფასო ჟან-პოლ, შენი დაკარგვა ჩვენი ნაწილის დაკარგვას ნიშნავს“.

ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები, გადაიცემოდა გარეთ დადგმულ დიდ ეკრანზე.

ბელმონდო, რომელსაც ფრანგები მოფერებით "ბებელს" უწოდებენ, დიდხანს იყო ყველაზე პოპულარული ფრანგი კინომსახიობი.

პოპულარულ ფილმებში მონაწილეობამდე საერთაშორისო აღიარება მას მოუტანა „ახალი ტალღის“ მოძრაობამ 1950-იან წლებში. თავის 50-წლიანი კარიერის მანძილზე ბელმონდო გადაიღეს 80-მდე ფილმში, მათ შორის ჟან-ლუკ გოდარის შედევრში "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG