Accessibility links

site logo site logo

Washington Post-ი: აშშ-მა ამ ქვეყანაში ევაკუირებული 44 ავღანელი შესაძლო საფრთხედ შეაფასა


Washington Post-ი იტყობინება, რომ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS), ეროვნული უშიშროებისთვის შესაძლო საფრთხედ მიიჩნია ოთხ ათეულზე მეტი ავღანელი, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩაიყვანეს მასობრივი ევაკუაციის შედეგად. მათი გამოვლენა მოხდა ათეულ ათასობით ავღანელის წარსულის შემოწმების შედეგად.

სულ აშშ-ში ამჟამად 60 ათასი ავღანელია, რომლებიც 17 აგვისტოს ჩაიყვანეს. მათგან 44 სახიფათოდ ჩათვალეს, იტყობინება გამოცემა DHS-ის დოკუმენტზე დაყრდნობით.

Washington Post-ის ცნობით, 13 ავღანელი დაკავებულია საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის მიერ და ელოდება დამატებით პროცედურებს, მათ შორის დაზვერვის ფედერალურ სამმართველოს და ანტიტერორისტული უწყების მიერ გამოკითხვას.

15 ავღანელი, რომლებიც ასევე საფრთხის შემცველად ჩათვალეს, გადაეცათ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურებს და უკან გააბრუნეს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის სატრანზიტო პუნქტებში, ან გაათავისუფლეს დამატებითი შემოწმების შემდეგ. DHS-ის სიაში არის 16 ავღანელი, რომლებსაც არ აქვთ გამგზავრების ნებართვა და უცხოეთში, სატრანზიტო პუნქტებში რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG