Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9/11-ის წლისთავთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ამერიკელებს „ეროვნული ერთიანობის“ დემონსტრირებისკენ მოუწოდებს


2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს ეროვნული ერთიანობის დემონსტრირებისკენ მოუწოდა. სწორედ „ერთიანობა“ დაასახელა ბაიდენმა ალ-ყაიდის ტერორისტების მიერ ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრზე, პენტაგონსა და პენსილვანიის ველზე სამგზავრო თვითმფრინავებით განხორციელებული იმ ტერაქტების „ცენტრალურ გაკვეთილად“, რასაც 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.



10 სექტემბერს ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ თავდასხმის შემდეგ ადგილი ჰქონდა „საყოველთაო გმირობას“ და ძალიან იშვიათ „ეროვნული ერთიანობის ჭეშმარიტ სულისკვეთებას“. აშშ-ის პრეზიდენტმა ერთიანობას უწოდა „ქვეყნის უდიდესი ძალა“, რაც, ბაიდენის თქმით, ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ახლაც უნდა ირწმუნონ იგივე და, ამავდროულად, „ჩვენ უნდა გვქონდეს ერთმანეთისა და ამ ნაციის ფუნდამენტური რწმენა და პატივისცემა“.



2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-20 წლისთვის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ის პირველი ლედი მოინახულებენ ყველა იმ ადგილს, სადაც თვითმფრინავების შეჯახება მოხდა. ამასთან, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ცერემონიაზე მოსალოდნელი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG