Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 20%-ს გადააჭარბა სრულად ვაქცინირების მაჩვენებელმა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 10 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 25 132 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 467 065 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 31,2%. სრულად ვაქცინირებულია 577 162 - მოზრდილი მოსახლეობის 20,2%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG