Accessibility links

site logo site logo

თალიბებმა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ძმა მოკლეს


თალიბები ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებთან

ავღანეთის ხელისუფლებაში მოსული დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებმა მოკლეს როჰულა სალეჰი, უფროსი ძმა ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ამრულ სალეჰისა, რომელმაც თალიბების აღზევებისა და ქვეყნიდან პრეზიდენტ აშრაფ ღანის გაქცევის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა თავი.


როჰულა სალეჰის დაღუპვა დაადასტურეს მისმა ნათესავებმა, რომლებმაც როიტერსს უთხრეს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ძმა თალიბებმა სიკვდილით დასაჯეს და ოჯახს მისი დაკრძალვის უფლება არ მისცეს.

გამოცემა India Today-ის თანახმად, როჰულა სალეჰი მოკლეს ფანჯშირის ხეობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც იგი ფანჯშირიდან ქაბულში წასვლას გეგმავდა. ქაბულიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშირის ხეობა ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური ძალების გასვლისთანავე ელვისებურად გაიმარჯვეს სამთავრობო ჯარებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაგრამ დაჯგუფების წარმომადგენლებმა უკვე ორჯერ გამოაცხადეს ფანჯშირის პროვინციაში გამაგრებულ ანტითალიბურ წინააღმდეგობის ძალებზე გამარჯვება.

ამ ცნობას უარყოფს წინააღმდეგობის ძალები, რომელსაც ამ მოძრაობის დამაარსებლის, ლეგენდარული ავღანელი საველე მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი - აჰმად მასუდი უდგას სათავეში.

რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება ავღანეთში, 7 სექტემბერს ქვეყნის ახალი ხელისუფლების შემადგენლობა დაასახელა.

დასავლეთის ქვეყნები არ ჩქარობენ თალიბანის წევრებით დაკომპლექტებული ხელისუფლების კანონიერად აღიარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG