Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა მრავალწლიანი ომებისა და შიდა არეულობის ეპოქა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას თავისი პარტიის მმართველობა „უწყვეტ მშვიდობიან და სტაბილურ პერიოდად“ მოიხსენია და თქვა: „ჩვენ დროს აღარ ყოფილა არც ომი, არც შიდა არეულობა, არც დაპირისპირება, არც რაღაც ფართომასშტაბიანი კონფლიქტები. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დამსახურება“.

მან რეგიონის განვითარებაზე ლაპარაკისას აქცენტი კვლავ ტურიზმზე გააკეთა და თქვა, რომ დაწყებულია პროექტები, რომლებიც გაზრდის როგორც უცხოელი, ისე შიდა ტურისტების ნაკადს. „მეტი რაოდენობა ჩამოვა და ნახავს იმ უნიკალურ სილამაზეს და ადგილებს, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა პრემიერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG