Accessibility links

site logo site logo

რომის პაპი ხანმოკლე ვიზიტით ესტუმრა უნგრეთს, სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდა


რომის პაპი ფრანცისკე კვირას რამდენიმე საათით ესტუმრა უნგრეთს, სადაც ღია ცის ქვეშ აღავლინა მესა, რომელსაც 70 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ღვთისმსახურების წინ, რომელიც უნგერთის დედაქალქში გმირთა მოედანზე ჩატარდა, ფრანცისკე შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერს და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

მედიის თანახმად, ფრანცისკეს ხანმოკლე ვიზიტი შესაძლოა განპირობებული იყოს რომის პაპსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის არსებული ფუნდამენტური უთანხმოებით, მათ შორის, მიგრანტთა საკითხში.

ორბანი, რომელიც საკუთარ თავს „ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის“ დამცველს უწოდებს, ეწინააღმდეგება თავშესაფრის მიცემას ახლო აღმოსავლეთიდან გამოსული მიგრანტებისათვის, რომლებშიც ხედავს საფრთხეს ევროპის სტაბილურობისთვის. რომის პაპი კი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რომ მიიღონ დევნილები და აკრიტიკებს ნაციონალისტურ ტენდენციებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

რომის პაპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა და, გავრცელებული ცნობით, ფორმალური ხასიათი ჰქონდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუკში გამოაქვეყნა რომის პაპთან შეხვედრის ფოტო და აღნიშნა, რომ სთხოვა მას, „არ დაუშვას ქრისტანული უნგრეთის დაღუპვა“.

უნგრეთის დედაქალაქიდან რომის პაპი გაემგზავრება სლოვაკეთში, სადაც მისი ვიზიტი ორ დღეს გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG