Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ექიმებმა დაბალი ხელფასი და შრომის პირობები გააპროტესტეს


ექიმებდა, მედდებმა და სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკებმა ვარშავაში საპროტესტო აქცია გამართეს დაბალი ხელფასებისა და ცუდი შრომითი პირობების გამო იმ დროს, როდესაც COVID-19-ის პანდემია ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე.

სამედიცინო სფეროს მუშაკები 11 სექტემბერს ვარშავის ცენტრში, მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა ჩამოიშალოს.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, სახელწოდებით „თეთრი ქალაქი“, კარვები გაშალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ოფიციალური რეზიდენციის წინ.

ისინი აცხადებენ, რომ დარჩებიან მანამ, ვიდრე არ შესრულდება მათი მნიშვნელოვანი მოთხოვნები.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეჯელსკიმ განაცხადა, რომ 13 სექტემბერს გაიმართება დემონსტრანტებთან შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მორავეცკიც დაესწრება.

XS
SM
MD
LG