Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 171 92 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 946 შემთხვევა.

13 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური მაჩვენებელი არის: 5.50%

ბოლო 7 დღის - 7.36%;

ბოლო 14 დღის - 7.81 %.

ბოლო დღე-ღამეში 4351 გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 076.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 170, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.

1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 404 - აჭარაში.

19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 581 815-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG