Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა უარი თქვა „აცრის პასპორტის“ მოთხოვნის გეგმაზე, სამხრეთი აფრიკა საკითხს განიხილავს


ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მოითხოვოს ღამის კლუბების და სხვა ხალხმრავალი შეხვედრების დროს „აცრის პასპორტები“ და შეცვალა თავისი პოლიტიკის კურსი ზოგიერთი კანონმდებლის წინააღმდეგობის გამო.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავადის თქმით, მთავრობამ გადადო იდეა, მაგრამ შეიძლება მომავალში კვლავ განიხილოს ის, თუ კოვიდ-19-ის შემთხვეების რიცხვი კვლავ ძალიან სწრაფად გაიზარდა. მსგავსი პასპორტები საჭიროა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში.

ისინი წარმოადგენენ დასტურს, რომ ადამიანი აცრილია კორონავირუსზე და მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა შეკრებაზე.

ბრიტანეთში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სამხრეთ აფრიკამ „აცრის პასპორტების“ შემოღება გადაწყვიტა ვაქცინაციის მიმართ გავრცელებული ფართო სკეპტიციზმის ფონზე.

ქვეყნის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ, 12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მოზრდილი მოსახლეობის აცრა საკვანძოა ეკონომიკის აღდგენისა და ინფექციის მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად.

მთავრობა ორ კვირაში წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას „აცრის პასპორტების“ მიმართ მიდგომის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG