Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს


ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ ავტოფარეხში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა საბრძოლო მასალები იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„გენადი ჯაბიევის ქუჩაზე, #81 სახლის მახლობლად, მიტოვებულ ავტოფარეხში აღმოჩნდა TM-62 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და საბრძოლო და ფეთქებადი მასალა. ეს მასალები საბრძოლო მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფებს. გამნაღმველები ოპერატიულად გავიდნენ აღმოჩენის ადგილზე, შეამოწმეს მიმდებარე ტერიტორია და საბრძოლო მასალა, გასანადგურებლად უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს“, - განაცხადეს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რაიმე საეჭვო საგნის ან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიძახონ საგანგებო სიტუაციების სპეციალისტები და არ შეეცადონ თვითნებურად მათ განეიტრალებას.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თვე ისე არ გავა, რომ საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალები არ აღმოაჩინონ. საბრძოლო მასალების ნაწილი 90-იანი წლების კონფლიქტის პერიოდიდანაა შემორჩენილი, ნაწილი კი 2008 წლის ომის შემდეგ დარჩა გაუნადგურებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG