Accessibility links

site logo site logo

ტაჯიკეთმა მიიღო ასამდე ავღანელი ლტოლვილი, თუმცა კიდევ ასამდე პირი უკან დააბრუნა


ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მიიღო ავღანეთის 100-მდე მოქალაქე, ჯგუფიდან, რომელიც შეიცავდა 200-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის ბევრ ქალს და ბავშვს, და რომლებმაც საზღვარი გასულ ღამით გადაკვეთეს, ავღანეთში თალიბანის მიერ დამყარებული მმართველობისგან გაქცევის მიზნით.

ტაჯიკეთის სამხრეთაღმოსავლეთის რეგიონის, ჰამდონის ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წყარომ რადიო თავისუფლებას 13 სექტემბერს უთხრა, რომ ავღანელებმა გადალახეს მდინარე ფანჯი, რომელიც ორ ქვეყანას აცალკევებს. ამ წყაროების თანახმად, 100-მდე ავღანელი გადაიყვანეს დუშანბეს შემოგარენში, სხვები კი უკან, ავღანეთში დააბრუნეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ავღანეთის მოსაზღვრე შუა აზიის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომლებიც მომდინარეობს ომით გაჩანაგებული ავღანეთიდან - ისევე, როგორც ათი ათასობით ლტოლვილის შედინების შესაძლებლობის გარშემო.

გასულ კვირაში რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO, ОДКБ) შუა აზიის სხვა სახელმწიფოში, ყირგიზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა, შესაძლო პრობლემებისთვის მომზადების მიზნით. CSTO აერთიანებს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG