Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა


იუნას გარ სტორე
იუნას გარ სტორე

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ერნა სულბერგმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება აღიარა და გამარჯვება მიულოცა ოპოზიციური შრომის პარტიის ლიდერს, იუნას გარ სტორეს.

13 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ, 169 მანდატიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.

61 წლის მილიონერი, იუნას გარ სტორე პრემიერ-მინისტრობის მთავარი პრეტენდენტია. არჩევნებში დამარცხებული ერნა სულბერგი ნორვეგიის მთავრობას ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG