Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ მილიონობით რუბლით დააჯარიმა ტვიტერი, გუგლი და ფეისბუკი


მოსკოვის სასამართლომ სოლიდური ფულადი ჯარიმა დააკისრა სოციალურ ქსელ ტვიტერსა და ტელეგრამს იმის გამო, რომ მათ არ წაშალეს რუსეთში აკრძალული კონტენტი. შესაბამისად, ამ კორპორაციებმა 5 და 9 მილიონი რუბლის ჯარიმა უნდა გადაიხადონ. გარდა ამისა, ინფორმაციის ბლოკირებასთან დაკავშირებული ხუთი ადმინისტრაციული ოქმის საფუძველზე კომპანია ფეისბუკი 21 მილიონი რუბლით დაჯარიმდა.
ეს არ არის რუსეთის ხელისუფლების მიერ მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიების დაჯარიმების პირველი შემთხვევა. ასე მაგალითად, ფეისბუკისთვის გამოტანილი ჯარიმები რუსეთში 90 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს, ტვიტერმა უნდა გადაიხადოს 45 მილიონი, ხოლო ტელეგრამმა - 25 მილიონი რუბლი.

ყველა კომპანია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით, რომელიც ინტერნეტით გავრცელებული რუსეთის კანონმდებლობით აკრძალული ინფორმაციის წაშლას ითვალისწინებს.

რუსეთის მარეგულირებელ უწყება „როსკომნადზორში“ ამტკიცებენ, რომ შემოწმების შედეგად სოციალურ ქსელებში აღმოაჩინეს უკანონო საპროტესტო აქციების ანონსების შემცველი 2,5 ათასი მასალა.


2021 წლის თებერვალში რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად სოციალური ქსელები ვალდებული არიან, თავად გამოავლინონ და დაბლოკონ ქვეყნის ხელისუფლების მიერ აკრძალული კონტენტი. ამ კანონის თანახმად, „როსკომნადზორი“ ასევე მოითხოვდა იუტუბის ვიდეოჰოსტინგისგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების შესახებ გავრცელებული ვიდეორგოლების აღებას. მაგრამ კორპორაციამ ამაზე უარი განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG