Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 60 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 207 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 515 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 2 829-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

15 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.81%;
  • ბოლო 7 დღის - 7.32%;
  • ბოლო 14 დღის - 7.61%

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 587 551 შემთხვევა. მათგან 551 780 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8347 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG