Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა საუკეთესო ფეხბურთელმა გოგონებმა თალიბანის საფრთხეს თავი დააღწიეს და პაკისტანში ჩავიდნენ


ავღანეთის გოგონათა ეროვნული ნაკრების წევრები პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციაში მისვლისას, ლაჰორი, 2021 წლის 15 სექტემბერი
ავღანეთის გოგონათა ეროვნული ნაკრების წევრები პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციაში მისვლისას, ლაჰორი, 2021 წლის 15 სექტემბერი

ავღანელმა ფეხბურთელმა გოგონებმა, მათ შორის საუკეთესოთა ჯგუფმა, მათმა მწვრთნელებმა და ოჯახის წევრებმა თავი შეაფარეს უცხოეთს და მეზობელ პაკისტანში გადავიდნენ, რადგან თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის მიდგომა ქალი სპორტსმენების სტატუსის გარშემო გაურკვეველია.

„სიხარულით გამცნობთ, რომ დღეს, 79-ზე მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ქალმა და მათი ოჯახის წევრებმა მშვიდობიანად დატოვეს ავღანეთი“, - განაცხადა ფეისბუკით ხალიდა ფაფალზაიმ, ავღანეთის ფეხბურთელ ქალთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, არასამთავრობო ორგანიზაციის, Girl Power-ის დამაარსებელმა დანიაში.

ლონდონის არასამთავრობო ორგანიზაციის, „ფეხბურთი მშვიდობისათვის“, წარმომადგენელმა, სარდარ ნავიდ ჰაიდერამ თქვა, რომ 14, 15 და 18 წლის გოგონებმა, ეროვნული ნაკრების წევრებმა, ბურკაში ჩაცმულებმა გადაკვეთეს საზღვარი.

ავღანეთის საფეხბურთო ნაკრების ათეულობით მონაწილემ ავღანეთი დატოვა აგვისტოში მას მერე, რაც თალიბანმა დაიკავა ქვეყანა და ათეულათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ისინი, მათი ოჯახების წევრებთან ერთად, ავსტრალიაში გაიყვანეს.

თალიბანის ადრინდელი მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში, გოგონებს აეკრძალთ სკოლაში სიარული, ქალებს - მუშაობა გარეთ, სწავლა და სპორტით გატაცება. მკაცრი ისლამისტური ჯგუფი ამტკიცებს ახლა, რომ ის უფრო ზომიერი გახდა. მაგრამ, 15 სექტემბერს, თალიბანის მეთაურობით მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფების ხელმძღვანელები ჯერ კიდევ განიხილავენ, ექნებათ თუ არა გოგონებს და ქალებს სპორტში შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG