Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის „ჭკვიანი კენჭისყრა“ კომუნისტ კანდიდატებს უჭერს მხარს, რათა მმართველი პარტია შეავიწროონ


„ჭკვიანი კენჭისყრის“ სისტემა, რომელიც საპატიმროში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ შეიმუშავა, გადაჭრით უჭერდა მხარს კომუნისტური პარტიის კანდიდატებს, რათა შეევიწროებინათ კრემლის მომხრე კანდიდატები.

17-19 სექტემბერს რუსეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის ახალ შემადგენლობას ირჩევენ.

„ჭკვიანი კენჭისყრა“, იდეა, რომელიც ნავალნიმ მოიგონა 2018 წელს, წარმოადგენს სტრატეგიას ინტერნეტში, რომელიც შემუშავებულია იმისთვის, რომ გაიყვანონ ის კანდიდატები, რომლებსაც საუკეთესო შანსი აქვთ დაამარცხონ მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატები.

მაგრამ „ჭკვიანი კენჭისყრა“ თვითონ არ წამოაყენებს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ან კანდიდატს.

ახალ სათათბიროსთან ერთად რუსეთის მოქალაქეები აირჩევენ 39 რეგიონის საკანონმდებლო კრებას და ცხრა გუბერნატორს.

„ჭკვიანი კენჭისყრის“ მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ სიაში შეყვანილი იყო კომუნისტური პარტიის 137 კანდიდატი და „სამართლიანი რუსეთის“ - 48, 20 ლიბერალ-დემოკრატი და 10 ლიბერალური პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატი და სხვები.

კრემლის ნამდვილი ოპონენტებიდან ბევრს არ მისცემია მონაწილეობის უფლება კენჭისყრაში, რომელსაც განიხილავენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავარ ძალისხმევად, კიდევ უფრო გაამტკიცოს თავისი ძალაუფლება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG