Accessibility links

site logo site logo

დააჯარიმეს კაცი, რომელმაც დატყვევებულ მგელს, სავარაუდოდ, ალკოჰოლური სასმელი დაალევინა


სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინა. როგორც კადრებში ჩანს, ორმა კაცმა დატყვევებულ მგელს, სავარაუდოდ, ალკოჰოლური სასმელი დაალევინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „კადრებში ჩანს მგლის დატყვევებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს - სამართალდამრღვევის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე".

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი, საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

„აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG