Accessibility links

site logo site logo

Time-მა ნავალნი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, კოლონიაში იხდის სასჯელს, ჟურნალ Time-ის მიერ შედგენილ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ასი ადამიანის ტრადიციულ სიაში შეიყვანეს.

ნავალნის შესახებ ესე, რომლის ავტორი ასევე ცნობილი ოპოზიციონერი, უცხოეთში მცხოვრები, გარი კასპაროვია, გამოქვეყნდა კატეგორიაში Icons.

ნავალნისთან ერთად, Time-ის სიის ამ ნაწილში შეიყვანეს ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგან მარკლი, ბრიტანელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი, რომელიც მეურვეობისგან თავის განთავისუფლებას ცდილობს, ირანელი უფლებადამცველი, სახაროვის პრემიის ლაურეატი, ნასრინ სოთუდე და სხვები.

როგორც კასპაროვი წერს, „მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო საკუთარი ინტერსების დაცვისა და თვითგადარჩენისკენაა მიმართული, ნავალნიმ წელს ჩაიდინა შეუძლებელი, ის იყო თავგანწირული და მამაცი“. ლაპარაკია ნავალნის დაბრუნებაზე რუსეთში წელს იანვარში, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ დააპატიმრეს.

„ნავალნი ახლა ზის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ციხეში, მისი სიცოცხლე დიქტატორის ხელშია, რომელმაც, ყველა არსებული დასტურის თანახმად, უკვე სცადა მისი მოკვლა იმისთვის, რომ ნაავლნიმ ამხილა მისი რეჟიმის კორუმპირებულობის გროტესკული მასშტაბები. ნავალნის სხვა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ყველაფერი გაერისკა, რათა თავის ქვეყანაში ცვლილებები მომხდარიყო. ყოვლისშემძლე ვლადიმირ პუტინიც აღიარებს ერთი ადამიანის ძალას, რომელსაც არ ეშინია“, წერს კასპაროვი ჟურნალ Time-ში.

თავის დროზე ვლადიმირ პუტინიც მოხვდა ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში, რომელსაც Time-ი ადგენს.

წელს, კატეგორიაში, „ლიდერები“, შეყვანილი არიან, აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი, ჩინეთის მმართველი, სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი, ისრაელის პრემიერი“ ნაფტალი ბენეტი და სხვები.

ალექსეი ნავალნი კოლონაშია „ივ როშეს“ საქმის გამო, თუმცა უფლებადამცავები მას პოლიტიკურ პატიმრად თვლიან.

შარშან ის მოწამლეს რუსეთში და დიდხანს მკურნალობდა ბერლინში, მაგრამ დაბრუნდა რუსეთში დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG