Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის „ჭკვიანი კენჭისყრის“ მხარდაჭერისთვის რუსეთი გუგლსა და ეფლს სანქციებით ემუქრება


რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელ უწყევა „როსკომნადზორის“ აცხადებს, რომ IT-კომპანიები გუგლი, ეფლი, კლადუფლეარი და ცისკო, ალექსეი ნავალნის მიერ შემუშავებულ „ჭკვიანი კენჭისყრის“ მხარადჭერებს ეხმარებიან გვერდი აუარონ რუსეთში შექმნილ ბარიერებს და გაავრცელონ აკრძალული კონტენტი.

როგორც „როსკომნადზორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვადიმ სუბოტინმა, განაცხადა, უწყება ამუშავებს „გარკვეულ ზომებს“ და საწადელსაც აღწევს, რათა წინა აღუდგეს რუსეთში აკრძალული კონტენტის გავრცელებას.

ინტერნეტის საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ 15 სექტემბერს რუსეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა მტს-მა, მეგაფონმა და პოსტელეკომმა დაიწყეს „გუგლ დოკის“ ბლოკირება რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ამ სოციალურმა ქსელმა გამოაქვეყნა ოპოზიციის დეპუტატების კანდიდატთა სია, როგორც ნავალნის „ჭკვაინური კენჭისყრის“ სისტემის ნაწილი.

"როსკომნადზორის" თავმჯდომარის მოადგილე იმუქრება, რომ თუ უცხოური კომპანიები არ შეწყვეტენ „ჭკვიანი კენჭისყრის“ მხარდაჭერას, მაშინ ეს ხელისუფლების მიერ განხილული იქნება, როგორც მოახლოებულ „არჩევნებში უცხოეთის მხრიდან ჩარევა“.

მანამდე 14 სექტემბერს, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მარეგულირებელმა ორგანომ დახურა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ვებგვერდი, საიტ duma.vote, რომელსაც ზურგს უმაგრებდა მიხაილ ხოდორკოვსკი, დევნილობაში მცხოვრები ნავთობმაგნატი, რომელიც აკრიტიკებს კრემლს, აფინანსებს და მხარს უჭერს ოპოზიციის აქტივისტებს და დამოუკიდებელ მედიას.

ვებგვერდის მიზანი იყო, დახმარებოდა ამომრჩევლებს, მეტი გაეგოთ კანდიდატების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG