Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიქრის გორაზე 22 წლის კაცის მკვლელის დასაკავებლად გამოძიება გრძელდება


შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის მკვლელის დასაკავებლად.

უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა მკვლელი.

ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ქუჩაში განთავსებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია მკვლელობის მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელს პირბადე უკეთია, კადრებში დამნაშავის სახის ნაწილობრივი გარჩევა შესაძლებელია.

15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG