Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით 16 სექტემბერს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინების უსაფრთხოების და პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. მან მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:

  • საქართველოში 16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა.
  • სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.
  • სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.
  • 14 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG