Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოვიდის 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, კიდევ 56 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 56 პაციენტი. წინა დღეებთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა და 17 სექტემბრის დილისთვის 43%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 532 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 039 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 2 192-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

17 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.47%;
  • ბოლო 7 დღის - 7.20%;
  • ბოლო 14 დღის - 7.31%.

კლებას განაგრძობს ე.წ. აქტიური შემთხვევები. სექტემბრის დასაწყისიდან მათი რიცხვი დაახლოებით 22 000-თაა შემცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 17 სექტემბრის დილისთვის ქვეყანაში 26 484 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარშია 5 626 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 591 766 შემთხვევა. მათგან 556 810 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8 446 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG