Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მინისტრთა ახალ კაბინეტს, რომელშიც ქალები დომინირებენ


ედი რამა
ედი რამა

ალბანეთის პარლამენტმა არჩევნებიდან მეხუთე თვეს მხარი დაუჭირა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, ედი რამას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს, რომელშიც ქალი მინისტრები დომინირებენ.

ედი რამას მთავრობაში შემავალი 17 მინისტრიდან და სახელმწიფო მდივნიდან 12 ქალია, რაც უმაღლეს ხელისუფლებაში ქალების პროცენტული მაჩვენებლით ალბანეთს აქცევს გლობალურ ლიდერად.

კერძოდ, ალბანეთის საგარეო საქემთა მინისტრად დაინიშნა ქალი, ოლტა ხაკა, ასევე ქალი, დელინა იბრაჰიმაი, უხელმძღვანელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.


16 სექტემბერს პარლამენტში გამართული 20-საათიანი დებატების შედეგად ალბანეთის 140-ადგილიან პარლამენტში 77-მა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა ედი რამას მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას, რომელიც ალბანეთის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG