Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. სუს-ის ჩანაწერების საქმეზე პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ „ფორმულაში“


ტელეკომპანია „ფორმულის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი ჩანაწერების საქმეზე პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ ტელეკომპანია „ფორმულაში".

ტელეარხის ეთერში გასულ კადრებში ისმის, რომ პროკურატურის წარმომადგენელი დაინტერესდა, ელ.ფოსტის რომელ მისამართზე მიიღო ტელეკომპანიამ ჩანაწერები.

12 სექტემებრს გვიან ღამით ე.წ. სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო- და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG