Accessibility links

site logo site logo

გაეროს უშიშროების საბჭომ ექვსი თვით გაახანგრძლივა ავღანეთის მისიის მანდატი


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა 17 სექტემბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი ავღანეთში მათი პოლიტიკური მისიის მანდატის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებას, მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა.

15-წევრიანმა საბჭომ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სთხოვა იანვრის ბოლოსთვის მოამზადოს ანგარიში "სტრატეგიულ და საოპერაციო რეკომენდაციებზე" გაეროს ავღანეთის დახმარების მისიის, ანუ UNAMA-ის პოლიტიკური მანდატისთვის.

UNAMA-ის პოლიტიკურ მისიას ეხება განვითარების და ჰუმანიტარული დახმარების, მაგრამ არა სამშვიდობო საკითხები. უშიშროების საბჭოს განცხადებით, გუტერეშის ანგარიშში გამოთქმულმა რეკომენდაციებმა უნდა ასახოს "ბოლო პერიოდის პოლიტიკური, უსაფრთხოების და სოციალური პროცესები", რომლებიც მიემართება საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის დამხობას და ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლას.

უშიშროების საბჭოს რეზოლუცია თალიბანს მოუწოდებს ჩამოაყალიბოს "ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობა", რომელიც მის მიერ ახლახან დასახელებულ, დროებით კაბინეტს შეცვლის. უშიშროების საბჭოს განცხადებით, თალიბანმა უნდა შექმნას მთავრობა "ქალების სრული, თანასწორი და არსობრივი მონაწილეობით, ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის ქალების, ბავშვების და უმცირესობების უფლებების".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG