Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში მცირე ჯგუფმა მოიყარა თავი 6 იანვრის არეულობის შემდეგ დაპატიმრებულთა მხარდამჭერ აქციაზე


18 სექტემბერს ვაშინგტონში რამდენიმე ასეულმა პირმა მოიყარა თავი აქციაზე, რომლითაც მხარი დაუჭირეს 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის შემდეგ დაპატიმრებულ პირებს.

ადგილზე დემონსტრანტებზე ბევრად მეტი რაოდენობით პოლიცია იყო წარმოდგენილი, მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ტომ მენგერმა თქვა, რომ ისინი არ დაუშვებდნენ შენობაზე შტურმის გამეორებას. კაპიტოლიუმის პოლიციის ყველა წევრის მობილიზაციასთან ერთად, მენგერმა ეროვნული გვარდიის დახმარებაც ითხოვა და გასცა შენობაზე ორნახევარი მეტრის სიმაღლის ღობის შემოვლების ბრძანება.

აქციაზე მცირე მასშტაბის შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანი ინციდენტის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. სამართალდამცავების თქმით, მათ შეშფოთებას უწინარესად იწვევდა ძალადობის შესაძლებლობა ორ ჯგუფს შორის - აქციის, რომელსაც "სამართალი 6 იანვრისთვის" ერქვა და მათი კონტრაქციის მონაწილეებს შორის.

აქცია "სამართალი 6 იანვრისთვის" ორგანიზატორის, მეტ ბრეინარდის განცხადებით, მათი მიზანი იყო იმ 63-მდე პირის მხარდაჭერა, რომლებიც კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობის ეჭვით დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG