Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელები ალტერნატიულ "ოქტობერფესტს" ატარებენ, ესპანეთში ათასობით სტუდენტმა უკანონო წვეულება მოაწყო


მიუნხენის საქვეყნოდ ცნობილი "ოქტობერფესტი", ლუდის ფესტივალი ზედიზედ მეორე წელს გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა ალტერნატიული ღონისძიება მაინც ჩაატარეს.

18 სექტემბერს, როცა ტრადიციულად იწყება ხოლმე ფესტივალი, ხალხმა თავი მოიყარა Theresienwiese-ზე, სადაც ფესტივალი იმართება. მათ ტრადიციული სამოსი ეცვათ, თან ჰქონდათ ლუდი და საკვები, საიმისოდ, რომ ზეიმი მაინც გამართულიყო - თუმცა ამ, ალტერნატიულ ზეიმზე ნაკლებად სავარაუდოა მილიონობით ადამიანი ჩავიდეს, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე "ოქტობერფესტის" დროს. ალტერნატიული ღონისძიება 3 ოქტომბრამდე გასტანს, რესტორნების და ლუდხანების ნაწილი "ოქტობერფესტის" სტილშია მორთული, უკრავს შესაბამისი მუსიკა. მათთვის, ვინც ღონისძიებას პირადად ვერ ესწრება, ალტერნატიულ "ოქტობერფესტში" მონაწილეობა ინტერნეტითაცაა შესაძლებელი. ქალაქის მესვეურები იმედოვნებენ, რომ 2022 წელს ფესტივალი უკვე სრული, ოფიციალური სახით გაიმართება.

სხვაგან ევროპაში, მადრიდში, 25,000-მდე ესპანელმა სტუდენტმა გამართა ყველაზე მასშტაბური წვეულება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ - აცხადებს პოლიცია. ღია ცის ქვეშ გამართული წვეულება, ალკოჰოლის თანხლებით, 17 სექტემბერს ერთ-ერთი უნივერსიტეტის წინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. წვეულებიდან გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს ათასობით ახალგაზრდა, რომლებსაც არც ნიღბები უკეთიათ და არც ფიზიკურ დისტანციას იცავენ. პანდემიის გამო, მასობრივი წვეულებები უკანონოა და ჯარიმით ისჯება, მაგრამ მადრიდში გამართული ამ წვეულების ზომამ, როგორც ჩანს, პოლიციაში დაბნეულობა გამოიწვია რეაგირების კუთხით.

XS
SM
MD
LG